"ქართულ ოცნებასთან" საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი მუმლაძეს ბრალი წაუყენეს. სამართალდამცავები მუმლაძეს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ძალადობას ედავებიან.
გიორგი მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო უკვე ხვალ იმსჯელებს.
აქციაზე სულ 10 ადამიანი დააკავეს, თუმცა დანარჩენ 9 შემთხვევაში საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.
"გიორგი მუმლაძის ერთადერთი ქმედება იყო, რომ მას ესუნთქა და ეცოცხლა და ის პოლიციელები, რომლებიც მას უზღუდავდნენ სიცოცხლის უფლებას, რომლებიც არ აცლიდნენ რომ მას ესუნთქა, გამოძიება არის დაწყებული სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, მაგრამ გამოძიება მხოლოდ არ არის საკმარისი, დაუყოვნებლივ ამ ადამიანებზე უნდა იქნეს ბრალი წაყენებული და გიორგი მუმლაძე უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გათავისუფლებული," - აცხადებს უფლებადამცველი ლაშა ტყეშელაძე.
გიორგი მუმლაძის მხარდასაჭერად ადგილზე აქტივისტები იმყოფებიან.
ავტორი: თამარ თათარაშვილი