28 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებიან და დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

"კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამ წუთებში, ქუთაისში, პრემიერ-მინისტრს დავალებით, მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან რეგიონალური სამსახურის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ასევე რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.

"კურიერის" ინფორმაციით, ისინი ჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგისთვის მზად არიან.

შედგება თუ არა დიალოგი და რა პოზიცია აქვთ აქციის მონაწილეებს, უახლოეს წუთებში გახდება ცნობილი.

დღის ამბები