28 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის - არმენ სარქისიანი 

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ორბელიანების სასახლეში სტუმრობის დროს სომხეთ-საქართველოს მეგობრობაზე და ურთიერთობაზე ისაუბრა. 

"ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განახლებასა და მრავალ სხვა სფეროში. არის ასევე თანამშრომლობის დიდი პოტენციალი თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, მაღალი ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების განვითარების, კიბერუსაფრთხოების, სურსათის უზრუნველყოფის საკითხებში. ეს თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივია.

მინდა, გავიმეორო პრეზიდენტის ნათქვამი და ვფიქრობ, ორივე პრეზიდენტების ინსტიტუტების თანამშრომლობის ქვეშ, შეგვიძლია, თანამედროვე ბიზნესურთიერთობები გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შორის.

თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რომ ბიზნესურთიერთობები განვითარდეს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თანამშრომლობის ხელშესაწყობად ძალისხმევას არ ვიშურებთ. მიმდინარეობს მუშაობა როგორც სომხეთ- საქართველოს მთავრობათშორისი კომისიის, ასევე უწყებათაშორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი დონის ასამაღლებლად. როგორც აღვნიშნეთ, გეთანხმებით, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტებს შეუძლიათ, განსაკუთრებული როლი შეიტანოს ამ საქმეში.

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს მეზობელ საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას. ქართველი და სომეხი ხალხი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ გევრდიგვერდ.

სომხები საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური ცხოვრების აქტიურ ნაწილს წარმოადგენდნენ. დღესაც სომხურ ბიზნესს დიდი ინვესტიცია აქვს საქართველოში და ქართველი ბიზნესმენებიც მუშაობენ სომხეთში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის" - არმენ სარქისიანი. 

დღის ამბები