28 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
როცა გავიგებთ კონკრეტულად რა არის მათი მხრიდან კომპრომისი, შემდეგ შეგვიძლია დასკვნის გაკეთება - იაგო ხვიჩია კობახიძის განცხადებაზე

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია პესიმისტურადაა განწყობილი მმართველი გუნდის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც კომპრომისისთვის მზაობაა გამოთქმული.

იაგო ხვიჩიას თქმით, ნაადრევია ამ თემის განხილვა იქამდე, სანამ არ დაზუსტდება რას მიიჩნევს "ქართული ოცნება" კომპრომისად. 

"ხშირად ამბობს კობახიძე და, ზოგადად, ხელისუფლება, რომ კომპრომისებისთვის მზად არიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ ისევ ერთი და იგივე გვესმის - რომ კომპრომისი არის ეს და ამის იქით არ იქნება და ა.შ. პრობლემა იმაშია, რომ ვერაფერს გაიგებთ ამ განცხადებიდან. ადრეც იძახდნენ, რომ სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მერე რაღაც სხვა რაღაცის დაცვით. ამიტომ, სანამ არ გავიგებთ ფიზიკურად რაზე საუბრობენ, რა არის მათი მხრიდან კომპრომისი, განსხვავებული, რაც აქამდე არ ყოფილა, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დასკვნის გაკეთება,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები