გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს, "სოლიდარობის ან სიმდიდრის" გადასახადი დაწესდეს.
ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. გაეროს გენმდივანი ფიქრობს, რომ თუკი გადასახადი დაწესდება, ამ გზით შესაძლებელია კორონავირუსთან ბრძოლაში უთანასწორობის შემცირება და ვაქცინებზე წვდომის გაზრდა.