28 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიურომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები განიხილა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიურომ განიხილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდული საფრთხეები, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევა.

ბიუროს სხდომაზე მოხსენებით წარდგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) საქართველოსა და მოლდოვას სამსახურის ხელმძღვანელი მეთიუ ბუსკე.

დღის ამბები