28 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ალექსეი ნავალნის ციხეში ყურანს არ აძლევენ - პოლიტიკოსი კოლონიას სასამართლოში უჩივის

რუსმა ოპოზიციონერმა პოკროვის კოლონიას, სადაც ის პატიმრობაში იმყოფება, სასამართლოში უჩივლა. ალექსეი ნავალნი ციხის ადმინისტრაციას უჩივის იმის გამო, რომ მას არ მისცეს საკუთარი ყურანი - "დოჟდის" ინფორმაციით, რუსმა ოპოზიციონერმა პატიმრობაში გადაწყვიტა, რომ მუსლიმთა წმინდა წიგნი ღრმად შეისწავლოს. ალექსეი ნავალნის კი წიგნების მიღებას ექსტრემიზმის მიზეზით უზღუდავენ. 

დღეს ალექსეი ნავალნი ინახულა მეუღლემაც, იულია ნავალნაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსეი ნავალნი ცდილობს მხნედ იყოს, ის ისეთ მდგომარეობაშია, რომ  ძნელად საუბრობს და ლაპარაკის დროს ხშირი შესვენება სჭირდება. რუსმა ოპოზიციონერმა პატიმრობის პერიოდში წონაში მკვეთრად -15 კგ დაიკლო. იულია ნავალნაია ამბობს, რომ მის ქმართან ჯერ კიდევ არ უშვებენ დამოუკიდებელ ექიმს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. ის ითხოვს, რომ დამოუკიდებელმა ექიმმა გასინჯოს, რადგან მისი თქმით, განიცდის ძლიერ ტკივილს ზურგის არეში და დროდადრო კარგავს მგრძნობელობას ფეხში.

დღის ამბები