28 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ლენტეხში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წალეკა - ერთი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდინარე ჩოლშურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ დურაშთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილი მთლიანად წალეკა. 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის თქმით, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მისივე განცხადებით, სოფელთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები