28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ლაგოდეხში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა სავარაუდოდ ეკლესიის კლასტერს უკავშირდება

ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ვირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, ეკლესიის მრევლის კლასტერს უკავშირდება, საიდანაც უკვე 50-მდე ადამიანია ინფიცირებული.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განმარტა, პრევენციის მიზნით, ლაგოდეხში რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება იგეგმება.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რიცხვი მიმდინარე თვეში 70-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან სასულიერო პირები, ბავშვები და პედაგოგები. რეგიონში წერტილოვანი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ განიხილება.

დღის ამბები