28 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
პრობლემების მოგვარების გეგმა თუ პარლამენტში შესვლის სურვილის გამართლება - "გირჩმა" შესაძლოა, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს

დღეს "გირჩმა" მოთხოვნების 7 პუნქტიანი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელთაგან ერთი მაინც თუ შესრულდა, პარტია პარლამენტში შესვლას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, პარტია მოქმედებას დღეს გამოქვეყნებული მოთხოვნებით გეგმავს.

იაგო ხვიჩიასთვის შეთავაზებული პუნქტებიდან მართლმსაჯულების თემასთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია; ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის კი პრიორიტეტული მონეტარული პოლიტიკა და ეროვნული ბანკისთვის უფლებების შეზღუდვაა.

უბარიერო, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და კერძო საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირებისაგან გათავისუფლება - ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობას შექმნის. 

გირჩის მოთხოვნებში არ მოხვდა ვადამდელი არჩევნები. პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ გაყალბება არგუმენტებით ვერ დაამტკიცა.

"ქართული ოცნება" ოპონენტი პარტიის რამდენიმე წინადადებაზე მსჯელობას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ "გირჩის" ინიციატივების ნაწილი უტოპიურია.

ქვეყანა უკვე მეექვსე თვეა საპარლამენტო ბოიკოტსა და პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში ცხოვრობს. თუ ოპოზიცია და ხელისუფლება კვლავ ვერ შეთანხმდა, "გირჩი" მზადაა, ყველასგან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები