28 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაზიანება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შედეგადაც ქარხნის ორმა თანამშრომელმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები სენაკის ერთ-ერთ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

უბედური შემთხვევისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ ქარხნის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები