მექსიკაში ერთ-ერთმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია კუბოდან დაიწყო. პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ოქროსფერი კუბოთი მიიყვანეს, მას თან სამედიცინო ტანსაცმელში ჩაცმული თანამშრომლები ახლდნენ.
მისი განმარტებით, პერფორმანსით მან ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიას და კარტელებთან დაკავშირებულ ძალადობას. პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოება ხელისუფლების უმოქმედობის გამო კვდება.
მექსიკის კონგრესის არჩევნები 2021 წლის 6 ივნისს გაიმართება.