28 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"უცნობის" "აი ია" სამოქალაქო კონტროლის დასამყარებლად ​- ვატო შაქარაშვილი ახალი მოძრაობის მიზანს განმარტავს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, მდუმარე აქციის ორგანიზატორი, ვატო შაქარიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის შესახებ საუბრობს, რომლის შექმნაც დღეს გია გაჩეჩილაძემ დააანონსა.

ვატო შაქარიშვილის თქმით, სამოქალაქო მოძრაობის სახელწოდება "აი-ია" იქნება, რომელსაც სამოქალაქო კონტროლის ფუნქცია ექნება.

"პოლიტიკური მოძრაობა ეს ჩანასახშიც კი არ არის. გიამ დღეს გამოაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა, რომელიც შეიქმნება "უცნობის" კიდობნიდან ისევე როგორც მოხდა ამ შეკრების დაორგანიზება.

ეს იქნება ძალიან ღია, საჯარო პროცესის შედეგად ორგანიზებული ბუნებრივი სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს ყველას, ვისაც აერთიანებს საერთო ფასეულობები და ღირებულებები. იქნება ჩართული იქ ყველა, ვისაც ამის მორალური უფლება აქვს, ვისაც ამის შესაბამისი ისტორია, ნაკეთები საქმე და მომავლის ხედვა აქვს. ეს იქნება "აი ია". 

ჩვენ გვიდა ვაჩვენოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რომ აი ეს არის საქართველო და არა ის საქართველო, რომელსაც ჩვენ მოდელირებული რეალობის სახით გთავაზობენ ალტერნატიულ საქართველოს, სადაც არ სცემენ პატივს ეკლესიას, არ სცემენ პატივს ოჯახს, სადაც არ სცემენ პატივს ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას. 

იმიტომ ჰქვია ამას სამოქალაქო მოძრაობა, რომ ის იქცეს ძალიან აქტიურ მკაფიო კონტროლის მექანიზმად," - ამბობს ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები