28 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რაოდენობამ მოიმატა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამ იმატა და ამ დროისთვის კლინიკაში 2129 პაციენტი მკურნალობს.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, თავისუფალი რჩება 2357 კოვიდმიმღები საწოლი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ონლაინკლინიკების რაოდენობა გაიზარდა.

"კლინიკებში ამ დროისთვის არის 2129 პაციენტი, 357 პაციენტი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 68 მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, მოიმატა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობამაც. თავისუფალი რჩება 2357 საწოლი. ჯანდაცვის სექტორი არის მობილიზებული იმისთვის, რომ შემთხვევების მიმდინარე მატება იმართოს შესაფერისად. ასევე დაემატა ონლაინკლინიკები, რადგან ბოლო პერიოდში მზარდი ზარებიდან გამომდინარე, პასუხების გაცემის საჭიროებაც, რა თქმა უნდა, გაიზარდა, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, აცრებში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობა იზრდება და დღევანდელი დღის დილის მონაცემებით 18 000 მოქალაქეა უკვე აცრილი.

"კარგია ის, რომ იზრდება გარკვეულწილად აცრებში მონაწილე მოქალაქეების რაოდენობა. 1500-ს გადააჭარბა ყოველდღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ. ჯამურად, დილის მდგომარეობით აცრილი იყო 18 000-მდე მოქალაქე და პროცესი გაგრძელდება.

როგორც იცით, AstraZeneca-ს ვაქცინა გაგრძელდება 55 წლის ზემოთ პირებში, მიმდინარეობს ასევე Pfizer-ის უკვე დაჯავშნილი დოზებით ვაქცინაცია შედარებით ახალგაზრდა და ასევე პირებში, ვისაც გადატანილი აქვთ ოპერაცია ორგანოს გადანერგვის კუთხით და ასევე დიალიზზე მყოფი პირებისთვისაც არის შესაძლებლობა, რომ გაიარონ რეგისტრაცია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები