28 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
ქუთაისელმა ელექტრიკოსმა საწარმოო ტრავმვის მიღებიდან 32 წლის შემდეგ სასამართლო მოიგო - რა თანხას მიიღებს ის

ელექტრიკოსმა სასამართლოს მიმართა და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 17 280 ლარი მოუგო, ამის შესახებ "ფეისბუქზე" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე წერს. 

"ელექტრომონტიორმა 1989 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა და დაენიშნა ყოველთვიური ანაზღაურება, თუმცა წლების განმავლობაში, თანხის გადაანგარიშება არ ხდებოდა ამ თანამდებობის ამჟამინდელი ანაზღაურების შესაბამისად (თვეში მხოლოდ 60 ლარი იყო).

ამ ადამიანმა საია ქუთაისი.Gyla Kutaisi ს ოფისის ძალიან მაგარი იურისტების დახმარებით სასამართლოს მიმართა და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 17 280 ლარი მოუგ​ო. კომპანიას დამატებით დაეკისრა ყოველთვიურად 550 ლარის გადახდა მისთვის," - წერს მენაბდე. 

საქმესთან დაკავშირებით განცხადება საია-ს ვებგვერდზეც განთავსდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა დაზარალებულის სასარგებლოდ გადაწყდა. მოპასუხე სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დაზარალებულის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს - 17 280 ლარის გადახდა დაეკისრა. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა დაზარალებულის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, მისთვის ყოველთვიურად გაზრდილი ოდენობით სარჩოს -  550 ლარის გადახდა.  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა და შევიდა კანონიერ ძალაში," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები