28 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
კარგი ტემპით რომ წარიმართოს ვაქცინაცია, დღეში 5000 ან მეტი ადამიანი უნდა აიცრას - კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი

კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორის, ალერგოლოგ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, იმისათვის, რომ კარგი შედეგი იყოს, დღეში 5000 ადამიანი მაინც უნდა იცრებოდეს ვაქცინით. 

"გათვლებით, კარგი ტემპით რომ წარიმართოს ვაქცინაცია, დღეში 5000 ან მეტი ადამიანი უნდა აიცრას. თუმცა, სამწუხაროდ დღეს, სამჯერ ან ოთხჯერ უფრო ნაკლები ადამიანი იცრება. შესაბამისად, ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ამ რაოდენობაზე გავიდეთ. ერთადერთი პირობაა, ვაქცინაციის გეოგრაფიულ გადანაწილებას მასიური ხასიათი მიეცეს დონეების მიხედვით,"- განაცხადა გიორგი კამკამიძემ. 

დღის ამბები