ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილმე ერთმა პირმა, მეორეს ცივი იარღით ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხში, "არქიმედეს" კლინიკაში მოათავსეს. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ექიმის თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირებისა და დაკავებისათვის, ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.