28 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
მოსახლეობას არჩევანის გაკეთება უკვე სამ პრეპარატს შორის მოუწევს - AstraZeneca-ს და Pfizer-ის შემდეგ ქვეყანამ ჩინური Sinopharm-ი მიიღო

საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე სამი მწარმოებლის ვაქცინა აქვს. AstraZeneca-ს და Pfizer-ის შემდეგ, ქვეყანამ ჩინური Sinopharm-ი მიიღო. შესაბამისად, მოსახლეობას არჩევანის გაკეთება უკვე სამ პრეპარატს შორის მოუწევს. 

ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, ყველაზე მაღალი სანდოობის ორგანიზაცია მას ეფექტურობისა და უსაფრთხოების ნიშანს რამდენიმე დღეში მიანიჭებს, საქართველოც სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასტურს ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ქვეყანაში "სინოფარმის" გამოყენება.

მანამდე კი სახელმწიფომ 100 000 დოზა შეიძინა და დაასაწყობა. სხვადასხვა კვლევით, "სინოფარმი" 80 პროცენტამდე ეფექტიანობას აჩვენებს. პრეპარატს იყენებს 40-მდე სახელმწიფო. "სინოფარმითიცრებიან ევროპის ქვეყნებიდან - უნგრეთი და სერბეთი.

უკვე დღეიდან, საქართველოში ვაქცინაცია ხელმისაწვდომია 55 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის, ორგანოგადანერგილი და დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, ასევე, სამიზნე ჯგუფია მედიკოსები.

ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპი ნელ-ნელა მატულობს. 

დღის ამბები