28 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
კრიტიკული დამოკიდებულება IRI-ის და NDI-ის კვლევების მიმართ უმრავლესობას ყოველთვის ჰქონდა და ოპოზიცია ყოველთვის ენდობოდა ამ კვლევებს - გია ვოლსკი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით,  IRI-ის და NDI-ის კვლევების მიმართ ხელისუფლება ყოველთვის უფრო კრიტიკულად იყო განწყობილი. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ ციფრებს უფრო მეტად "ნაციონალური მოძრაობა" იშველიებდა. 

"კრიტიკული დამოკიდებულება IRI-ის და NDI-ის კვლევების მიმართ უმრავლესობას ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ენდობოდა ამ კვლევებს ოპოზიცია. განსაკუთრებით ნაციონალური მოძრობა იშველიებდა ამ ციფრებს. NDI-ის კვლევამ გაცილებით მეტი ციფრი აჩვენა იმ უკმაყოფილო ხალხისა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პარლამენტში უნდა იყოს დაპირისპირება და იქ უნდა წყდებოდეს მთავარი საკითხები.

ეს არეულობა მთავარი ტრენდია დღეს ჩვენი ოპონენტების ბანაკში. ასე რომ, ეს ხმების გაყოფა სწორედაც დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც კიდევ უფრო გააღრმავებს, გაამწვავებს და ქვეყნისთვის აუტანელს გახდის რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს ესმით ევროპელებს, ესმით ბრიუსელში, ვაშინგტონში და არ უნდათ გაიგონ კახეთის გზატკეცილზე.

ეკონომიკური პრობლემა გაუარესდა მნიშვნელოვნად, პანდემიამ წალეკა ის რეალობა, რაშიც ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ და ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი ციფრია. ყველაფერი შედარებითია, რასაკვირველია, მაგრამ ქვეყანაში ყველა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მთავარია, რომ გადავურჩეთ ამ პერიოდს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პოზიტიურია შეფასებები და ვფიქრობ, ობიექტურიც არის ეს შეფასებები და ამდენად, ჩვენ გავალთ სამშვიდობოს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით,  IRI-ის კვლევითაც კარგად ჩანს, რომ ნომერ პირველი საკითხია - ოპოზიციამ პარლამენტში უნდა იმუშაოს.

დღის ამბები