28 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
კლინიკებში თავისუფალი ადგილები სულ უფრო მცირდება - არის საფრთხე, რომ ბრიტანული შტამის გავრცელებამ მოიმატოს

საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების ტემპი იმატებს. სპეციალისტები, დაახლოებით, ისეთ სურათს ხედავენ, რომელიც გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში გვქონდა. მოახლოებული სააღდგომო დღესასწაულების აღნიშვნა ქვეყანას კვლავ მოკრძალებულად მოუწევს.

მესამე ტალღას მობილობის გაზრდა დააჩქარებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობა დიდ თავშეყრებს - ქორწილებსა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების გამართვას არ ერიდება. მოახლოებული დღესასწაულის, აღდგომის პერიოდში იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, დიდი თავშეყრის ადგილებს მაქსიმალურად მოერიდონ. 

ქვეყანაში ბოლო 20 დღეში ახალი კლასტერების ჩამოყალიბება სწორედ დიდ თავშეყრებს უკავშირდება. მობილობის გაზრდამ ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი გაზარდა. მკაცრი ზომებია მიღებული შიდა ქართლში, გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში. 

კოვიდინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანას კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა გაუჭირდება - მაშინ, როდესაც ინფიცირებული პაციენტებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში საკმარისი ადგილები არ იყო. დღესაც ბოჭორიშვილის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია. 

ვირუსის მასობრივად შიდა გავრცელების შემთხვევაში არის საშიშროება, რომ ე.წ. ბრიტანული შტამი მეტად გააქტიურდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მესამე ტალღას ვერ გავექცევით, თუმცა ეს უმტკივნეულოდ უნდა გადაიტანოს ქვეყანამ.

სპეციალისტები ამ ეტაპზეც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად პირბადეს, დისტანციასა და ვაქცინაციის პროცესს იყენებენ. 

დღის ამბები