მთიანი ყარაბაღი, რიგგარეშე არჩევნები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება - ამ საკითხებზე 7 აპრილს სომხეთის და რუსეთის პირველი პირები იმსჯელებენ.
ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება და 2 აპრილიდან თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ორ დღეში, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე, გადაწყდება, დაუჭერს თუ არა პუტინი მხარს სომხეთის მოქმედ პრემიერს, თუ ალტერნატიული კანდიდატის ლობირებას დააპირებს.
ერევანი ახლა მოლოდინის რეჟიმშია. ქვეყანა ემზადება პრემიერის დაანონსებული გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნებისთვის, რომელიც 20 ივნისს გაიმართება.