28 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
"ჩვენ მანამდე შემოვიტანეთ, რადგან შემდეგ უკვე ავტორიზებულ ვაქცინაზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალია" - დიმიტრი ხუნდაძე ჩინურ ვაქცინაზე 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ჩინური ვაქცინა, რომელიც უკვე საქართველოშია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მაღალი ალბათობით ექნება. ის ამბობს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ დაწყება, როდესაც მას ეს საერთაშორისო ავტორიზაცია ექნება.

"ჩვენ გავითვალისწინეთ, სანამ მას ექნებოდა ავტორიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ მას დიდი ალბათობით ექნება ავტორიზაცია, ჩვენ მანამდე შემოვიტანეთ, რადგან შემდეგ უკვე ავტორიზირებულ ვაქცინაზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალია და შესაძლოა, შემდეგ მისი შემოტანა უფრო მეტად გაჭირდეს, ვიდრე ახლა, ანუ ჩვენ თადარიგს დავიჭერთ. ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა, მაგრამ უპირობოდ რჩება ის, რომ საერთაშორისო აღიარების გარეშე ის მოხმარებაში არ გავა,“ - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე. 

დღის ამბები