28 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% "ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 18% კი "ნაციონალურ მოძრაობას" - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კითხვაზე - "კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - გამოკითხული მოსახლეობის 35% ამბობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს 18%, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 3% მისცემდა ხმას, 3% აქვს "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს“. 

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 2% ხმას მისცემდა "გირჩი - ზურაბ ჯაფარიძეს", 2-2% აქვს "პატრიოტთა ალიანსს“ და ლეიბორისტულ პარტიას, ასევე პარტია "მოქალაქეებს“. გამოკითხული მოსახლეობის 1% ხმას მისცემდა "ლელოს.“

არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა გამოკითხული მოსახლეობის 10%, კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხული მოქალაქეების 15%-ს, ხოლო ყველა პარტიას 5% გადახაზავდა.

დღის ამბები