28 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს სხდომა კამათის ფონზე წარიმართა

იუსტიციის საბჭოს სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში დამატებითი განაცხადების მიღების საკითხი განიხილეს, კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია რატომ გახდა საჭირო დამატებითი განცხადებების მიღება მაშინ, როცა კონკურსი რამდენიმე თვეა ისედაც მიმდინარეობს. სწორედ ამ თემაზე მიდის კამათი ჯანეზაშვილსა და საბჭოს მოსამართლე წევრებს შორის.

"ეს არის რაღაც ახალი, ჩემთვის გაუგებარი პროცედურა. ეს, როგორც ჩანს, იმას ემსახურება, რომ იმ ხალხმა შემოიტანონ განაცხადი, ვინც მათი კანდიდატები არიან. სხვა შემთხვევაში, გაუგებრად მიმაჩნია ეს ყველაფერი,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები