28 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ორჯერ უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესი და აქციების მოლოდინი - შეძლებენ თუ არა პოლიტიკოსების შეთანხმებას

ორჯერ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მზადაა დიალოგის მაგიდას კიდევ ერთხელ მიუჯდეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კომპრომისული შეთანხმების სივრცე კვლავ არსებობს. თუმცა, მათი თქმით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი პარტიისთვის ისევ წითელ ხაზად რჩება. "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას იზიარებს "ლელო" და "ევროპული საქართველოც."

დიალოგის გაგრძელება რომ აუცილებელია, ამას "სტრატეგია აღმაშენებელშიც" ადასტურებენ. პოლიტიკურ გაერთიანებაში კომპრომისისა და პარლამენტში შესვლის წინაპირობად, საარჩევნო ბარიერის დაწევას და ვადამდელი არჩევნების შესაძლო ჩატარების დაშვებას ასახელებენ. მათი თქმით, მსგავსი შეთანხმების შემდეგ პატიმრების საკითხი ავტომატურად გადაწყდება.

კოლეგებისგან, ტრადიციულად, განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ პლატფორმაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას ოპოზიციასა და ხელისუფლებას თანაბრად აკისრებენ.

უმრავლესობაში ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებზე არარელევანტურად მიიჩნევენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოქტომბრის არჩევნების შედეგი ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა აღიარა. მიუხედავად ამისა, "ოცნებაში" მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არიან და ამბობენ, რომ სამართლიანობის პრინციპის დაცვით მმართველი გუნდი გონივრული კომპრომისისთვის მზადაა.

დღის ამბები