28 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის" - გამორჩეულ კლასიკოსს საქართველო ემშვიდობება

"დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის.... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ," - ამ სიტყვების ავტორს, ქართული ლიტერატურის გამორჩეულ კლასიკოსს საქართველო ემშვიდობება, კლასიკოსს, რომელმაც მთავარი ანდერძი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ დაგვიტოვა - "დედამიწას სიყვარული ატრიალებს".

სამების ტაძარში გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ცნობილ ქართველ მწერალს 6 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის "ნიუ ჰოსპიტალში" მკურნალობდა.

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები