28 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის - გამოცხადდება თუ არა სრული კარანტინი

საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ საქართველოში ეპიდვითარების სერიოზული გაუარესებაა და ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია კორონავირუსის საყოველთაო გავრცელების ახალი ეტაპი.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, დავუბრუნდეთ იმ მდგომარეობას, რომელიც ნოემბერში გვქონდა. ამ ფონზე კი ქვეყანაში მოქალაქეები რეგულაციებს ისევ არღვევენ. "კურიერმა" გადაიღო ის ობიექტები, სადაც ღამის საათებში ახალგაზრდები უკანონო წვეულებებს მართავენ. დღეს ობიექტების ნაწილი დაჯარიმებულია. 

გაზრდილი სტატისტიკიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნება თუ რა მკაცრი ზომები და გამოცხადდება თუ არა სრული კარანტინი, გადაწყვეტილება სააკორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

პრევენციის მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას პირბადეს, დისტანციას და ვაქცინაციის აუცილებლობას ახსენებენ.

დღის ამბები