28 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
აღდგომა სასახლის ბაღში - დედოფლისა და პრინც ჩარლზის ფოტოებს ბუკინგემი ავრცელებს

ბუკინგემის სასახლემ სააღდგომოდ დედოფალ ელისაბედისა და პრინცი ჩარლზის ფოტოები გაავრცელა - დედა-შვილი ფროგმორის სახლის ეზოში, სუფთა ჰაერზე სეირნობენ. 

სასახლის "ტვიტერის" გვერდზე აღნიშნულია, რომ ფოტოები "აღდგომის უქმეების აღსანიშნავად" გადაიღეს. 

იმის მიუხედავად, რომ სამეფო ოჯახის ასაკოვანი წევრებს კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ, სასახლე დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავს. 

BBC-ს ინფორმაციით, თავდაპირველად ვაქცინა დედოფალმა ელისაბედმა და პრინცმა ფილიპმა გაიკეთეს - 94 წლის მონარქი და მისი 99 წლის ქმარი სასახლეში 9 იანვარს აიცრნენ. მოგვიანებით კი - იმის გათვალისწინებით, რომ 70 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა ბრიტანეთში ნებადართული იყო, 10 თებერვალს ვაქცინაცია 72 წლის პრინც ჩარლზსა და მის 73 წლის ცოლს - კამილასაც ჩაუტარდა.  

კოვიდის საშიშროების გამო, აცრამდე სამეფო ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იყვნენ და ერთმანეთთან შეხვედრასაც ერიდებოდნენ. 

დღის ამბები