28 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
რა მიზნით შეიძლება გამოიყენონ თაღლითებმა თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც მათ "ფეისბუქის" საშუალებით მოიპოვეს

ფეისბუქი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. სოციალური პლატფორმის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ფორუმზე გაავრცელეს.

საუბარია 106 ქვეყანაზე. მათ შორის 32 მილიონი მომხმარებელი აშშ-დან, 11 მილიონი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 6 მილიონი ინდოეთიდან.

ამ ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა, 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჰაკერებისთის ხელმისაწვდომია.

ვინაობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, დაბადების თარიღი, მისამართი, ბიოგრაფია, პროფესია, ჰაკერებმა ფეისბუქიდან მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაცია მიითვისეს. 

რა მიზნით შეიძლება გამოიყენონ ჰაკერებმა ის ინფორმაცია, რომელიც მათ არალეგალურად, არაკანონიერი გზით მოიპოვეს? სპეციალისტები განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებში ყველაზე გავრცელებული ფორმა ე.წ. სოციალური ინჟინერიაა, ანუ სხვადასხვა ფორმით განხორციელებული კიბერდანაშაული.

დღის ამბები