რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია შეინიშნება. 2020 წლის ივნისის შემდეგ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბოლო დღეებში, რამდენჯერმე დაირღვა.
დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ოფიციალური ბერლინი და პარიზი რუსეთს მოუწოდებს, შეწყდეს რეგიონში ვითარების ესკალაციის პროცესი.
აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის რეგიონში ესკალაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რომლის დროსაც დაიღუპნენ და დაშავდნენ უკრაინელი სამხედროები.
საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა არაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, დენის პუშილინი ოფიციალურ კიევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აპირებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთოს უკრაინის ევროსაბჭოდან გარიცხვის თხოვნით მიმართოს.