28 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
პოლიცია იმერეთში, სავარაუდოდ, მოკლული ძმების ბიძაშვილს ეძებს - საქმის ახალი დეტალები

სოფელ რიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ადგილობრივების ინფორმაციით, მათივე ბიძაშვილს ეძებენ. დაღუპულები 30 და 35 წლის მამაკაცები არიან, ერთს ტყვია მუცელში, მეორეს კი - ფეხში აქვს მოხვედრილი.

ვრცელდება ვერსია, რომ დანაშაული ნათესავებს შორის 2 დღის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირება.

ოფიციალური ვერსია, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები