28 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
"მოლაპარაკების დროს ყველა მხარე უნდა იქცეოდეს ადეკვატურად" - რა პერსპექტივა აქვს ქვეყანაში პოლიტიკურ დიალოგს, ჯერჯერობით, უცნობია

როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში. ოპოზიცია 15 მაისს აქციებს აანონსებს, "ქართული ოცნება" კი რეგიონებში საარჩევნო კამპანიას იწყებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, დიალოგის შესაძლებლობა იქნება, თუ მხარეები ადეკვატურად მოიქცევიან.

"კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს კრიზისიდან უმტკივნეულოდ გამოსვლას. იმასაც, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ეს არაერთხელ დავადასტურეთ. თუმცა, მოლაპარაკების დროს ყველა მხარე უნდა იქცეოდეს ადეკვატურად. საქართველოს თითოეული მოქალაქის ნება და სურვილია, რომ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რომელიც განტვირთავს პოლიტიკურ ვითარებას," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ამომრჩეველს და საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს.

"5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს. ხან გადაიხრებოდნენ იქით, რომ უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში, ხან პირიქით. ხან ერთი საკითხია მათთვის მნიშვნელოვანი, ხან მეორე. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ქართველი ხალხი და მათი არჩევანი. უპირველეს ყოვლისა, ამას უნდა სცენ პატივი. პატივი უნდა სცენ იმ მანდატს, რომელიც მათაც მიიღეს და ეს მანდატი უნდა განახორციელონ პარლამენტში," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები