28 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
"სად დაიკრძალოს, არკვევენო, ვაი ჩვენს ქვეყანას!" - ლევან ბერძენიშვილი დოჩანაშვილზე

ამ დრომდე უცნობია, სად დაკრძალავენ გურამ დოჩანაშვილს - ფაქტს სოციალურ ქსელში ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ეხმიანება. 

"სად დაიკრძალოს, არკვევენო. ვაი, ჩვენს ქვეყანას!"- წერს "ფეისბუქზე" ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, გურამ დოჩანაშვილის ცხედარი ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში მიმდინარეობს.

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ, მწერალი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა. 

დღის ამბები