წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. "რუსთავის 2-ის" ინფორმაციით, მოკლულები ძმები არიან და ისინი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ადგილობრივების თქმით, მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
"რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი, ამ წუთებში, სოფელ რიონში იმყოფება და მკვლელობის დეტალებს "კურიერის" 18:00 საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.