28 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ისრაელში ღამის კლუბები იხსნება - მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლას იწყებს
ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ ღამის კლუბები და გასართობი ინდუსტრია იხსნება. ქვეყანა კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლას იწყებს.
 
მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიხსნა ბარები, სასტუმროები, სავარჯიშო დაწესებულებები და გასართობი კლუბები.
 
"კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო "ფაიზერის" წარმოების ვაქცინა მოსახლეობის 52-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა, რაც მსოფლიო მასშტაბით ვაქცინირებული მოქალაქეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
 
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობის უფლება ყველა იმ პირმა მიიღო, ვისაც ვაქცინა გაკეთებული აქვს და ფლობს ე.წ მწვანე პასპორტს.
დღის ამბები