28 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
მიზეზი, რაც იწვევდა ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წუხილს, მოხსნილია, მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა კითხვებს - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს  და წუხილს ნამახვანიჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია - კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების მანძილზე აქვს მომზადებული კომპანიას.

"მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ - რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში და ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ  მათაც, რომ ნამახვანი ჰესის კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში. მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

დღის ამბები