28 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
რა ქრონიკული დაავადებები გახშირდა პანდემიის ფონზე - სპეციალისტები გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ 

წელიწადზე მეტია რაც საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, COVID-პანდემიას ებრძვის. დედაქალაქში პირველი ლოკდაუნი ერთი წლის წინ გამოცხადდა.

მოსახლეობა ერთი წლის მანძილზე კლინიკებში ვიზიტზე უარს ამბობდა, რადგან სამედიცინო დაწესებულებებში დაინფიცირების რისკი მაღალი იყო, ეს კი გარკვეული ქრონიკული დაავადებების მატებისა და ზოგ შემთხვევაში გამწვავების მიზეზი გახდა. 

რა პრობლემები გამოიწვია კოვიდპანდემიამ და გეგმიური ოპერაციების გადადებამ პაციენტებში?

გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ფსიქიკური დარღვევები ​- სამედიცინო ექსპერტები სამ დაავადებას გამოყოფენ, რომელიმაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში სტატისტუკური მატება განიცადა.

ჯანდაცვის ექსპერტი, ("სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი) სერგო ჩიხლაძე "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს აცხადებს, რომ კოვიდპანდემიის ფონზე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა.

"მსოფლიოს სტატისტიკას, თუ გადავხედავთ კოვიდპანდემიის ფონზე მომატებულია სხვადასხვა დაავადების ქრონიკული მაჩვენებელი, რადგან ყველაფერი გადაეწყო კოვიდზე. საქართველოში შეჩერებული იყო გეგმიური ოპერაციები, ამის ფონზე ბევრი ქრონიკული დაავადება უყურადღებოდ დარჩა, ამიტომ გაზრდილია მაჩვენებელი. 

ყველაზე ხშირი დაავადებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ონკოდაავადებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. 

საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვითაც, ქრონიკული დაავადებების მართვა მომატებულია,"- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის, მარინა ბერიძე სამედიცინო სექტორის ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, პანდემიის გამო ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები დაზარალდნენ და კოვიდის ფონზე მათმა პრობლემებმა უკანა პლანზე გადაიწია.  

"პანდემიის პერიოდში არ შეიძლება სხვა დაავადებები ვერ შეწყდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ყურადღება გადატანილია COVID-19-ზე და ამის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი, ეს ფაქტი დააზიანებს დანარჩენი პროფილის პაციენტებს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ამას სჭირდება ლოგიკური აზროვნება. 

აუცილებლად უნდა დავდგეთ ნორმალურ რელსებზე, ყველა რგოლი ჯანდაცვის სისტემის უნდა მუშაობდეს ჰარმონიულად. 

ჰოსპიტლები მხოლოდ კოვიდკლინიკებად, რომ გადაკეთდა არის დაუშვებელი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი სიკვდილიანობის და დაავადების მაჩვენებელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში ვლინდება, ამას მოჰყვება ონკოპაციენტები

ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება ეს არის მსოფლიო ტენდენცია," - აღნიშნა მარინა ბერიძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას. 

ექსპერტი თვლის, რომ პანდემიისას სამედიცინო სექტორის არასწორი მენეჯმეტი განხორციელდა:

​"საქართველოში ამის რესურსი არის, ეს სამკურნალო დაწესებულებები იმაზე მეტი გვაქვს ვიდრე ეს საერთაშორისო ნორმებით არის დადგენილი. ამიტომ ჩვენთან ამის გაკეთება ყველაზე მარტივად შეიძლებოდა,"- აღნიშნა ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა. 

დღის ამბები