28 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
"წუხელ გული გაუჩერდა, ახლა მართვით სუნთქვაზეა" - გურამ დოჩანაშვილი მძიმე მდგომარეობაშია

მწერალი გურამ დოჩანაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში "ნიუ ჰოსპიტალშია" მოთავსებული.

"რუსთავი 2-თან" საუბრისას ოჯახის ახლობელი მამა იოანე აცხადებს, რომ დოჩანაშვილი ერთი თვეა, რაც კლინიკაში წევს.

მამა იოანეს თქმით, მწერალი მართვით სუნთქვაზეა და მას ფილტვების პრობლემა აქვს.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ფილტვებზე ჰქონდა პრობლემა. დაახლოებით ერთი თვეა, რაც კლინიკაში წევს. ორი კვირა ჩაფიძეში იწვა, ახლა "ნიუ ჰოსპიტალში" გადმოიყვანეს.  წუხელ გული გაუჩერდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ბოლოს დღეს დილით ვნახე,"-აღნიშნა ოჯახის ახლობელმა მამა იოანემ. 

დღის ამბები