28 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
აშშ-ის კაპიტოლიუმი დაიკეტა - უცნობი პირი პოლიციელებს ავტომობილით დაეჯახა

ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციის ცნობით, შენობასთან მომხდარი ინციდენტის დროს მათი ორი თანამშრომელი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, კაპიტოლიუმთან განთავსებულ პოლიციას უცნობი პირი ავტომობილით დაეჯახა, რა დროსაც ორი პოლიციელი დაშავდა. მომხდარის შემდეგ კაპიტოლიუმი ლოკდაუნის რეჟიმზე გადავიდა. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების საგუშაგოსკენ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა გაისმა, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ვერტმფრენი. 

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

დღის ამბები