28 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის გამარტივებას განიხილავს

2 აპრილს გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის გვერდი აქვეყნებს.

ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კონსტანტინე ფილიას ინიციატივით შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, რომლებიც ეხება ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის პირობების გამარტივებას "აღმოსავლეთ აფხაზეთის სასაზღვრო სოფლების მაცხოვრებლებისთვის".

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საშვის გაცემის პირობების გამარტივება იმ პირებისთვის, რომლებიც ე.წ. საზღვარს გადმოკვეთენ.

დღის ამბები