28 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
დონბასში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსი სამხედროების მობილიზებაა

დონბასში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსი სამხედროების მობილიზებაა. უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, საზღვარზე 28 რუსული ბატალიონია განთავსებული. ამ ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაიღუპა 20 უკრაინელი ჯარისკაცი და დაიჭრა 57. კრემლი სასაზღვრო ტერიტორიების დატოვებას არ ჩქარობს, მეტიც, შესაძლოა საზღვარზე სამხედრო დანაყოფები კიდევ უფრო გაზარდოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის ქმედებები კუნთების თამაშს შეადარა.

მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.  კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამხედროების მოძრაობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არის განპირობებული. დიმიტრი პესკოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ნატო-ს ჯარების გაძლიერება მოხდება, რუსეთი დამატებით ზომებს მიიღებს. 

რუსეთის ქმედებებმა რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია კვლავ გაამწვავა, უკვე რამდენიმე დღეა დასავლელ პარტნიორებში შეშფოთებას იწვევს. ამ ფონზე ვაშინგტონი ოფიციალური კიევისადმი მხარდამჭერ გზავნილებს აძლიერებს და აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებისა და რეგიონული დაძაბულობის ზრდის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან განიხილავს.

 

დღის ამბები