28 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
საქართველო ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინში - რა იგულისხმება სიტყვებში "შემდგომი თანხების შეჩერება" და რა სახის ტრანშზეა საუბარი

ქართული პოლიტიკური ელიტის შეუთანხმებლობის გამო შესაძლოა ქვეყანა დაზარალდეს.
ამის შესახებ თბილისს ბრიუსელი დიდი ხანია აფრთხილებს.

პირველი რეაქცია უკვე მოვიდა - ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერება. განცხადებას ხელს 7 ევროპარლამენტარი აწერს, თუმცა ისინი სწორედ ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და მათ სიტყვას ბრიუსელი, როგორც წესი, ითვალისწინებს.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა უკვე თქვა, რომ ევროპელი დეპუტატების განცხადება საქართველომ სერიოზულად უნდა აღიქვას.

სერიოზულად აღიქვეს, თუმცა გამოსავლის გზებზე საუბრის დროს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იმავეს ამბობენ, რასაც ბრიუსელიდან მიღებულ გაფრთხილებამდე, მიდგომები უცვლელია. 
 

 

დღის ამბები