28 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
არც ერთი პარტნიორი ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, თუმცა ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც - მამუკა მდინარაძე 

მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასთან დაკავშირებით  ამბობს, რომ  საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა იტვირთოს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ხდება, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა ევროპელი პარტნიორები ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც ხაზგასმით მიუთითებენ.

"რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ არც ერთი პარტნიორი, მეგობარი, მით უმეტეს თუ დასავლელ პარტნიორებზეა საუბარი და ამ სივრცეში ვსაუბრობთ და ჩვენი პარტნიორები არიან ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ისინი არასდროს ისეთ განცხადებებს არ გააკეთებენ, სადაც არ იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმ გუნდის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მართავს ქვეყანას. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა პროცესები განვითარდეს და ამაში რაც არ უნდა მტყუანი იყოს ოპოზიცია. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არაფერი არ არის იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, ეს ვინმემ თქვას? აქ ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ამ ფონზე ისინი მკაფიოდ და ხაზგასმით მიუთითებენ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც. ეს არის ის ჩანაწერი, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ვერ გასცდებოდა და ეს ნიშანდობლიობაც ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა მათაც რაღაც ხარისხის უნდა აიღონ პროცესებზე, სადაც ისინი აყენებენ ულტიმატუმებს, ბუნებრივია, ულტიმატუმის ფონზე რაც უნდა ხელმოწერებზე მზაობა იყოს, ეს ხელმოწერები ვერ შედგება ხოლმე,“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები