28 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
უთხრეს, რომ უნდა წასულიყო სხვა მონასტერში, დედა სოსანამ ისურვა ჟურნალისტებთან ერთად მოეწყო სცენები - ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზმა, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დედა სოსანამ თავად ისურვა ჟურნალისტებთან ერთად მოეწყო ის სცენები, რაც საზოგადოებამ ნახა.

"დედა სოსანა არ იხსენიებს პატრიარქს ლოცვებში, რისი უფლებაც მას არ აქვს. ეს არის პირველი და ძალიან მძიმე შეცდომა.

რაც შეეხება მის მონასტერში არშეშვებას, ის სხვა მონასტერში გაამწესეს, თუ მან ვერ მაოხერხა აღნიშნულ მონასტერში შესვლა, საიდანაც განამწესეს, ეს არ არის გასაკვირი. 

მას უთხრეს, რომ უნდა წასულიყო სხვა მონასტერში. დედა სოსანამ ისურვა ჟურნალისტებთან ერთად მოეწყო გარკვეული სცენები, დაემორჩილოს მღვდელმთავარს, უნდა მიბრძანდეს იმ მონასტერში და ყველაფერი იქნება რიგზე,"-აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები