28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ჩვენ ხელს ვაწერდით დოკუმენტს, მეორე მხრიდან იყო დაყენებული ულტიმატუმი - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან ულტიმატუმები იყო დაყენებული, რომელთა დოკუმენტში არასახვა ნიშნავდა იმას, რომ ხელმოწერა ვერ მოხდება მათი მხრიდან.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა და დოკუმენტზე ხელმოსაწერად მმართველი გუნდი მზად იყო.  

"როდესაც მეორე მხრიდან არის იმაზე საუბარი, რომ არის ორი ულტიმატუმი, რომელთა არასახვა იმ დოკუმენტში, რომელიც დაიდო დანიელსონის მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე, ნიშნავს იმას, რომ ხელმოწერა ვერ მოხდება მათი მხრიდან, უკვე იმ მცირე დეტალებზე, რომელზეც ჩვენ გვქონდა დაყენებული საკითხი, რომ არის გარკვეული შენიშვნები, მათ შორის ევროპულ პრაქტიკასთან, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ამ დეტალებისა, რაც შედარებით მეორე ხარისხოვანი იყო, უკვე იქ დამთავრდა მოლაპარაკება და რადგან ულტიმატუმები იყო პრიორიტეტულად მათი მხრიდან დაყენებული, ამის შემდეგ მოლაპარაკება ფიზიკურად არ მივიდა იქამდე, რომ ეს სხვა მცირე დეტალები განხილული ყოფილიყო.

პრინციპული წინააღმდეგობა ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ ყოფილა და ეს ყველამ იცის. ჩვენ ხელს ვაწერდით დოკუმენტს, იყო რამდენიმე მცირე შენიშვნა, 3-4 შენიშვნაზეა სულ საუბარი, რასაც ჩვენი ვარაუდით ოპოზიციაც კი ვერ გაექცეოდა და ეთანხმებოდა. იქ არის რამდენიმე დეტალი, რაც შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში, ტექნიკური ხასიათისაც კი, მაგრამ შემდგომში მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, არათუ ხელმოწერასთან მივიდა საქმე, არამედ არც კი გაგრძელდა მსჯელობა, რადგან მეორე მხრიდან იყო დაყენებული პრიორიტეტულად ულტიმატუმები," - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები