28 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
რუსი დეპუტატი - ჩაშუშულის ჭამა სახლშიც შეგვიძლია, ჩვენ მრავალი ქართული რესტორანი გვაქვს მოსკოვში

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა, რომ ქართული სამზარეულოს დეგუსტაცია რუსეთშიც არის შესაძლებელი. მისი მტკიცებით, თბილისი და მთლიანად საქართველო "დიდ ფეთქებად პროვინციად იქცა".

თბილისში ვლადიმირ პოზნერთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ ტოლსტოი მოქალაქეებს რუსეთში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"არ ჩახვიდეთ საქართველოში. ჩაშუშულის ჭამა სახლშიც შეგვიძლია, ჩვენ მრავალი ქართული რესტორანი გვაქვს მოსკოვში, ამისთვის სხვაგან წასვლა საჭირო არ არის. დარწმუნებული ვარ, ვლადიმირ პოზნერი ქართულ სამზარეულოს აქაც დააგემოვნებს," - განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.

დღის ამბები