ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს.
პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 14 გრამი ნარკოტიკული საშუალება - "კოკაინი" ამოიღო.
პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, რომელიც აცხადებს, რომ დაკავებული უდანაშაულოა და ეს ნივთიერება მას ჩაუდეს.
დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.