შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში "ალილოს" მონაწილეთა მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. თბილისთან ერთად საშობაო "ალილო" იმართება რეგიონებშიც.