08 იანვარი 2025,   13:14
ვრცლად
უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, უკრაინაში დაგეგმილი გაცნობითი ხასიათის ვიზიტი გადადო

უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა უკრაინაში დაგეგმილი გაცნობითი ხასიათის ვიზიტი გადადო, გადადებულია ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებიც მათ შორის რომში და პარიზში. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. კელოგის ვიზიტი კიევში იანვარში იყო დაგეგმილი, უცნობია ვიზიტის გადადების მიზეზი. კელოგს "როიტერი" ინფორმაციის გარკვევისთვის დაუკავშირდა, თუმცა უკრაინის საკითხებში მომავალმა წარმომადგენელმა შეკითხვებს იგნორირებით უპასუხა, წერს საინფორმაციო სააგენტო.

"როიტერი“ წერს, რომ კელოგი კიევში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის 20 იანვრის შემდეგ გაემგზავრება. კონკრეტული თარიღი ჯერ არ სახელდება. საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა" კიევში კელოგის ვიზიტი დეკემბერში დააანონსა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

დღის ამბები