შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრები, ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებული უქმე დღეების შესაბამისად, 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ.
უწყების ცნობით, არ იმუშავებენ ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორისა და ბათუმის სერვისცენტრები.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ. ხოლო 13 იანვრიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს", - აღნიშნულია განცხადებაში.